Дорога в Ахалцихе

მიმართულება ახალქალაქი – ხერთვისის ციხე სიმაგრე

Category:

Product Description

ახალქალაქიდან ხერთვისის ციხე სიმაგრემდე 27 კილომეტრია. ამ მიმართულებით ავტომანქანით ამ მანძილის გავლას სჭირდება 33 წუთი, ხოლო ქვეითად გადაადგილებას დასჭირდება 5 საათი. ეს გზა საკმაოდ კეთილმოწყობილია და წარმოადგენს ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის საერთაშორისო ავტოსტრადის ნაწილს. ავტოსტრადის გასწვრივ, უშუალოდ მასთან მიედინება მდინარე ფარავანი, ცოტათი მოშორებით მდინარე უმნიშვნელოდ შორდება გზას რელიეფის ხარჯზე და გზა უკვე მდებარეობს მდინარის ზემოთ 50 მეტრის მანძილზე. მდინარე ფარავანი სათავეს იღებს საქართველოს ყველაზე დიდი ტბიდან -ფარავნის ტბიდან. ნავიგაცია მდინარეზე შესაძლებელია მაისიდან თოვლის დნობის პიკისას აგვისტოს ჩათვლით წყალგასადასაშვებამდე. მდინარე ფარავანი ხერთვისის ციხე სიმაგრესთან უერთდება მდინარე მტკვარს, ის წარმოადგენს მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადს. მდინარე ფარავანი იცვლება სეზონურობის მიხედვით, შემოდგომით ის არ არის ისე წყალუხვი როგორც გაზაფხულზე ან ზაფხულში. ის მიედინება ფარავნის კანიონის ამ ნაწილში.
ფარავან-მტკვრის კანიონები წარმოადგენენ მშვენიერ ადგილებს როგორც ფეხით სეირნობისათვის, ასევე ექსტრემალური ტურისათვის, მდინარეზე დაცურებისათვის, ასევე კულტურულ-ისტორიული ტურიზმისათვის. ეს კანიონები ტურისტული ექსკურსიებისათვის არ არის მოწყობილი, თუმცა აქ არის მცირე ბილიკები, რომლითაც ტურისტები სარგებლობენ. სწორედ თავისი სიველურით არის მიმზიდველი ეს ადგილები.
ახალქალაქი-ახალციხის გზა წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის ერთ ერთ ულამაზეს გზას, ის მდებარეობს ხეობაში და გზის გასწვრივ, ორივე მხარეს წარმოუდგენელი სიმაღლის მცენარეულობით, ხეებით და ბუჩქებით დაფარული თვალწარმტაცი მთებია.
შემოდგომაზე მცენარეულობა უფრო ფერად ტონებს ღებულობს, აქ ბევრი მოსახვევია და ყოველი მოსახვევის შემდეგ სულ ახალი სახეობები ჩნდება. წვიმიან ამინდში და ზამთარში ამ მოსახვევების მიმართ ყურადღების გამოჩენაა საჭირო. მდინარესთან შესაძლოა მეთევზეების და რამოდენიმე სათევზე მეურნეობის ნახვა. სათევზე მეურნეობებში ძირითადად კალმახს აშენებენ. ეს გზა აერთებს მუნიციპალიტეტს დედაქალაქთან, ამ გზით ასევე მიემართებიან კლდეში გამოკვეთილ ქალაქ ვარძიასთან. ამ გზაზე მარჯვენა მხარეს მდებარეობს სოფელი ხანდო 41029’31’’ ჩრდილო განედი 43024’16’’, ზემოთ მდებარეობს ხანდო ხანის ხეობა, ახალქალაქიდან 10 კმ დაშორებით. მთავარი მიმართულებიდან გადახვევით შესაძლებელია ამ სოფელში შესვლა და ეკლესიის მონახულება, ასევე ხედების დათვალიერება სოფლიდან. ეს სოფელი მდებარეობს ხერთვისის ციხე სიმაგრემდე მანძილის ნახევარზე.
ხერთვისის ციხე სიმაგრე მდებარეობს ხეობაში მაღალ კლდოვან ბორცვზე მდინარე მტკვრის და მის მარჯვენა შენაკადის მდინარე ფარავნის შეერთების ადგილას. ის მდებარეობს უშუალოდ გზის მოსახვევთან კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძიის მხარეს მიუვალ კლდეზე.
ახალქალაქის გზიდან უკვე მოსჩანს კედლები და ციხე სიმაგრე. აქედან იშლება ძალიან ლამაზი პანორამა -ციტადელი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთიდან მიუვალ კლდოვან მთაზე და შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია მაღალი და ძლიერი დაკბილული კედლებით, რომლებსაც გააჩნიათ ვიწრო კარებები. ციტადელის სიმაგრეში შედიან კოშკები, რომლებიც განსვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც სიმაღლით, ასევე ფორმით. მათ შორის გამოირჩევა გვიანი წარმოშობის დასავლეთის კოშკი. ციხე სიმაგრესთან მისვლისას უნდა გადაილახოს მდინარეზე გადებული ხიდი. გზა მიემართება უშუალოდ ციხე სიმაგრის კედლებთან და იმდენად ახლოსაა, რომ ის არ ჩანს ისე კარგად როგორც შორიდან. ამ გზაზე მივალთ ხიდთან, საიდანაც შეიძლება როგორც ციხე სიმაგრის, ასევე მდინარეების შესართავის დანახვაც. აქ არის ავტომანქანების პარკირების ადგილი და შეიძლება ფეხით ზემოთ ასვლა. თვითონ ციტადელი განცვიფრებას იწვევს ოსტატურად ნაგები კედლების და კოშკების სიმძლავრით. მიიჩნევა, რომ უშუალოდ ამ ქალაქის კედლებთან იბრძოდა თავად ალექსანდრე მაკედონელი. ციხე სიმაგრის ისტორია დიდ ინტერესს იწვევს. რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ფეოდალურ ოჯახს ეკუთვნოდა, შემდეგ თურქებმა ჩაიგდეს ხელში, მოგვიანებით კი რამოდენიმეჯერ გადადიოდა ხელიდან ხელში, და მხოლოდ 1828 წელს საბოლოოდ დაუბრუნდა საქართველოს. სოფელი ხერთვისი მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში კანიონის ფერდებზე და შორიდან მოსჩანს ხეხილის ბაღები და მცირე ზომის სახლები, ხოლო ძველი წყაროების მიხედვით ის ადრე ქალაქი იყო. როგორც მცირე ქალაქი, ხერთვისი მოიხსენიება ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, მაგრამ ამ დროის ქალაქის ნაგებობები არ არის შემორჩენილი. ხერთვისის ციხე სიმაგრე მოიხსენიება მხოლოდ X-XI საუკუნეებში. თავისი ფუქნციონირების ბოლოს ხერთვისის ციხე სიმაგრე შედგებოდა ძირითადად ორი ნაწილისაგან: ზედა ციტადელი და სიმაგრის კედლებით შემოფარგლული დიდი ეზო, რომელიც მას ეკვრის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. მთლიანობაში კომპლექსი შედგება ზედა სიმაგრისა (ციტადელი), რომლის დიდი ნაწილის დღემდე შემორჩენილია და მას მიკრული სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ქვედა სიმაგრისაგან. დღესდღეობით არსებული ნაგებობების ძირითადი ნაწილი მიეკუთვნება X-XIV საუკუნეებს, არსებობენ XVI-XVIII საუკუნეებით დათარიღებული მცირე მიშენებებიც. ორ ადგილას მოწყობილია მდინარეზე ჩამავალი გვირაბები. მათ იყენებდნენ არა მარტო წყლის მოსატანად, არამედ ალყის დროს გარე სამყაროსთან კავშირისთვისაც. 985 წელს ციხე სიმაგრეში ეკლესია იქნა აგებული. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად დანგრეული კედლების ადგილას, 1354 წელს ახალი კედლების მშენებლობა იქნა დასრულებული. X-XI საუკუნეებში ხერთვისი იყო სამცხე-ჯავახეთის ცენტრი. XII საუკუნეში ციხე სიმაგრემ ქალაქის სტატუსი მიიღო. XIII საუკუნეში ის დაანგრიეს და XV საუკუნემდე ციხე სიმაგრემ დაკარგა თავისი ძალაუფლება. XV საუკუნეში ის სამცხე ჯავახეთის მმართველებს ეკუთვნოდა ჯაყელების საგვარეულოდან. მთელი მხარე, მათ შორის ხერთვისის ციხე სიმაგრეც 1828 წელს საბოლოოდ იქნა განთავისუფლებული მტრებისაგან. ამ დროისათვის ციხე სიმაგრემ უკვე დაკარგა თავისი თავდაცვითი ფუნქცია. დღესდღეობით ციხე სიმაგრე შედგება მძლავრი ციტადელისა და მაღალი ქვის კედლებისაგან. ციხე სიმაგრის დასავლეთ ნაწილში მოსჩანს მცირე ეკლესიის და სხვა ნაგებობების ნანგრევები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი გვირაბი, რომლითაც ციხე სიმაგრე წყლით მარაგდებოდა. ხერთვისი წარმოადგენს საქართველოს არქიტექტურის ძეგლს.
2017-2018 წლებში ციხე სიმაგრე კეთილმოწყობილი იქნა. ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ერთად ციხე სიმაგრე წარდგენილია საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში. ხერთვისიდან კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიამდე სულ 16 კილომეტრია, მგზავრობას ავტომანქანით მხოლოდ 21 წუთი დასჭირდება, ხოლო ქვეითად მგზავრობას კი 3,5 საათი.
კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია და ვარძიის მონასტერი – ეს საქართელოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ღირსშესანიშნაობებია. დღეს კავკასიის მთებში შემონახულია ძველი კომპლექსის მხოლოდ მესამედი ნაწილი. კლდოვანი სიმაგრე ვარძია (Vardzia) არის ადგილი, რომელმაც ჰპოვა მსოფლიო აღიარება, ხოლო 1938 წელს კი მიიღო მუზეუმ-ნაკრძალის ოფიციალური სტატუსი.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “მიმართულება ახალქალაქი – ხერთვისის ციხე სიმაგრე”