default
კარცახი default ¦-TВ ¦бTГ¦¬TМ¦+¦- ¦¦ ¦Ъ¦-TАTЖ¦-TЕ¦¬ 1 ¦¬¦-¦-¦-TА¦-¦-¦- ¦Ъ¦-¦-TМ¦-¦-¦- ¦ЪTГTАTЛ ¦-TВ TБ¦¦¦¬¦- ¦ЪTГ¦-TГTА¦+¦- 3

მიმართულება ახალქალაქი – კუმურდო, კარწახის ტბა (ხოზაფინი)

Category:

Product Description

ახალქალაქიდან კარწახის (ხოზაფინის) ტბამდე 39 კილომეტრია. გზა საშუალებას იძლევა 45 წუთში ავტომობილით და ქვეითად 8 საათში მივაღწიოთ ტბამდე და ჯახახეთის პარკამდე. კარწახის მიმართულებით გამგზავრებისას შესაძლებელია ვაჩიანამდე არ მისული, მაშინვე გადავუხვიოთ მარჯვნივ და პასკიას (პჰესი) ტბის გავლით შევიდეთ სოფელ კუმურდოში. ქალაქიდან 12 კილომეტრის დაშორებით სოფელ კუმურდომდე გზის ნახევარ მანძილზე მდებარეობს ტბა პასკია – ეს ხელოვნური წყალსაცავია, რომელიც შექმნილია წინა საუკუნის 30-იან წლებში. წყალსაცავი არ არის ძალიან ღრმა, საშუალოდ 2,5 მეტრი სიღრმეში. წყალსაცავის ფართობი ვარირებს 150 დან 180 ჰექტრამდე, სეზონისაგან დამოკიდებულებით. წყალსაცავში ბინადრობენ კიბორჩხალები, განვითარებულია სათევზე მეურნეობა, ადრე სრიალებდნენ კატერებით, ხშირად შეიძლება შეამჩნიოთ მეთევზეები ნაპირზე.
გავაგრძელოთ გზა სოფელ კუმურდოსაკენ. აქ მდებარეობს საქართველოს ერთ ერთი ცნობილი ჯვროვან-გუმბათოვანი ტაძარი – კუმურდოს კათედრალური ტაძარი.
(DMS) 41°23’51.6″ N 43°21’17.34″ E
(DM) 41°23.860′ N 43°21.289′ E
(DD) 41.3977 N 43.3548 E
სოფელ კუმურდოს ტაძარი წარმოადგენს საქართველოს დაცულ ძეგლს, როგორც მართლმადიდებლური ტაძარი, აგებულია 964 წელს აფხაზთა მეფე ლეონ III მმართველობის დროს. დასავლეთი სახელოს და გუმბათის რესტავრაციის შემდეგ, ძალიან მალე, ტაძარი პირვანდელ სახეს მიიღებს. მთლიანობაში, როგორც X საუკუნის ძეგლს, ტაძარს აქვს მტკიცე კონსტრუქცია, მიმზიდველია გარედან, ფრიად საინტერესო პლანირებით, რომელიც საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება.
ეს დიდებული ნაგებობა, რომელსაც გააჩნია არქიტექტურული მნიშვნელობა სწორედ თავისი თავისებურების გამო, როგორც ჯვროვან-გუმბათოვანი ნაგებობა, ბერძნული ჯვრის ფორმის გეგმით 5 ნახევრად მრგვალი აპსიდებით. XI საუკუნეში სამხრეთიდან მას მიუშენეს პორტიკი, რომელიც ფრესკებით იქნა მოხატული.

კედლებზე მრავალრიცხოვანი წარწერებია, ასევე ბარელიეფები. ფანჯრები საკურთხევლის ირგვლივ მორთულია ანგელოზების, ხარების, არწივების და ლომების სახეებით. თავდაპირველად ეკლესია წარმოადგენდა გუმბათიან ნაგებობას ზომებით 29×20 მ. გუმბათის სიმაღლე შეადგენდა 15,3მ, ხოლო დიამეტრი 9მ. ნაგებობის გუმბათი ეყრდნობოდა 6 კედელთან მდებარე სვეტებს. ტაძარში ასევე შენარჩუნდა საკურთხეველი, რომელსაც გააჩნია X საუკუნის მოხატულობა.
დღესდღეობით ამ არქიტექტურულმა ძეგლმა შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე, მოიცავს თავის თავში ასევე შიდა სივრცის დეკორს, განსხვავდება დიდი სიდიადით, სისადავით და ორიგინალურობით.
ტაძარი მდებარეობს სოფელ კუმურდოს ცენტრში, მტკვრის კანიონიდან 130-140 მეტრში. აქ ახლოს დიდი ხრამია, რომელიც ჰყოფს ჯავახეთის ზეგანს კანიონისაგან, ქვეითად 10 წუთის განმავლობაში შეიძლება სანახაობრივ პანორამამდე მიაღწიოთ, სადაც იშლება საინტერესო ხედი მტკვრის კანიონზე ქვაში ნაკვეთი ქალაქი ვარძიის მიმართულებით. ხრამი იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი ადგილების დათვალიერება გაძნელებულია. მდინარე მტკვრის პანორამა სოფელ კუმურდოდან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე თავისი სახით და კლდიანი მთების სილამაზით, უშველებელი ნაპრალის სიფართით, რომელშიც მოსჩანს მდინარე და კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძიაც კი. რათა გადაღებული იქნეს წარმატებული ფოტოები ამ კანიონის ფონზე, უნდა შერჩეული იქნეს შესაბამისი დრო. თუ თქვენ იმყოფებით მდინარე მტკვრის კანიონში ხერთვისსა და ვარძიას შორის, მაშინ ალაგ ალად სოფელი კუმურდოც მოსჩანს მთაზე ზემოთ, თუმცა შედარებით ცუდად. სოფელი თმოგვიდან შეიძლება ახვიდეთ ფერდობზე, მაგრამ ამას დასჭირდება დაახლოებით საათნახევარი. ტაძარი მდებარეობს ზღვის დონიდან 1750 მეტრის სიმაღლეზე. სოფელი ნაქალაქევი მის ქვეშ დაახლოებით 1300 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. შეიძლება იმოძრაოთ არსებული ბილიკებით, შეიძლება ეცადოთ ახვიდეთ უშუალოდ ფერდობებით. რომ ახვალთ ზეგანის ნაპირას, დაინახავთ სოფელ კუმურდოს.
ტბა კარწახისაკენ მიმავალ გზაზე სოფელი ჩამძვრალადან (ჩამდურა) გადაუხვიეთ სოფელ მურჯახეთში და იხილეთ იშვიათი მანგირი ქვა-ვიშაპი. მენგირები -ეს ველური ქვის ყველაზე მარტივი მეგალითებია. მენგირი თარგმანში ქვედა ბრეტონულიდან ნიშნავს men-ქვას და hir-გრძელი – „გრძელი ქვა“ და წარმოადგენს უხეშად დამუშავებულ ველურ ქვას სვეტის სახით. ქვები შესაძლოა იდგნენ როგორც ცალკე და ასევე წარმოადგენდნენ მენგირების მთლიან ჯგუფს. მენგირები შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი წინაპრების პირველ ხელთქმნილებად რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. სავარაუდოდ მენგირების ასაკი ხუთი და შესაძლოა ექვსი ათასი წელიცაა. მენგირი, რომელიც მდებარეობს სოფელ მურჯახეთში ახალქალაქიდან სამხრეთით 4 კილომეტრის დაშორებით მონოლითია ბარელიეფით სავარაუდოდ ვიშაპის გამოსახულებით.
კოორდინატები:
(DMS) 41°21’39.06″ N 43°28’19.26″ E
(DM) 41°21.651′ N 43°28.321′ E
(DD) 41.3608 N 43.472 E
გზის შორიახლოს, ამ მიმართულებით, აღნიშნულია დასასვენებელი ადგილები ტურისტებისათვის ბუნებაში (იხილეთ დასასვენებელი ადგილების რუკები). ერთ-ერთი ასეთი ადგილია ვაჩიანის ტბა, რომელიც მდებარეობს ამ გზაზე მარცხენა მხარეს. ტბა სოფელ ვაჩიანის ახლოს იზიდავს მნახველს შესანიშნავი ხედით, ეს წყნარი ადგილია, ბევრი სიმწვანით და სივრცით. გზაზე, სოფელ სულდასთან ორი სასტუმრო სახლია, ტრასისაგან შორიახლოს „ფლორა“ და „სულდა“. წინ – მშვენიერი სივრცეები გზის ორივე მხარეს, წიწვოვანი ტყეები, ბორცვები და პანორამები რელიეფით სოფელ სულდას და სოფელ ბოზალის მხარეს. დადეში მდებარეობს ახალქალაქიდან 13 კილომეტრის მოშორებით სამხრეთ-დასავლეთით. ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაპრები აქ გადმოსახლდნენ ერზრუმის პროვინციის სოფელ აშკალადან, მუშადან და ყარსიდან. სოფლის ერთ-ერთი შესამჩნევი ნაგებობაა – სურბ ასტვაწაწინის ძველი ეკლესია.
გზა კარწახის ტბისაკენ მოასფალტებულია, ის წარმოადგენს ახალქალაქი-კარწახი-თურქეთის საზღვრის საერთაშორისო გზის ნაწილს. გვერდით, გზის მარჯვენა მხარეს, გადის ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, რომელიც აერთებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს. საბაჟოსთან ახლოს მდებარეობს წარწერა-მაჩვენებელი, რომ მარჯვნივ გზას მივყავართ კარწახის (ხოზაფინი) ტბისაკენ, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნული პარკისაკენ.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, რომლებიც შექმნილია ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნუციპალიტეტების ტერიტორიებზე, მოიცავენ ტერიტორიას, რომლის ფართობია 13498,02 ჰექტარი, რომლის დიდი ნაწილი მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. ესენია ჯავახეთის ეროვნული პარკი, 3 შეკვეთილი -ჭაობი კარწახის შეკვეთილი, ჭაობი სულდას შეკვეთილი და თეთრობის ტყის შეკვეთილი. ჯავახეთის ეროვნულ პარკში კარწახის ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 1799 მეტრის სიმაღლეზე, აუზის ფართობია 158 კვადრატული კილომეტრი, სარკის ფართობი 26,3 კვადრატული კილომეტრი. 58% ეკუთვნის საქართველოს, დანარჩენი 42% მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე. უშუალოდ ტბასთან განლაგებულია კოტეჯები ტურისტებისათვის. ეს ძალიან მოსახერხებელი ადგილია დასვენებისა და ფრინველებზე დაკვირვებისათვის. ეროვნული პარკი ღებულობს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს, მებადურებს და ორნიტოლოგებს, პარკთან ქალაქ ახალქალაქში მდებარებს ვიზიტორების ცენტრი. ამ ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი ფლორის და ფაუნის იშვიათი სახეობები, ცხოველების და ფრინველების უნიკალური ექსპონატები შესაძლებელია იხილოთ მინის ქვეშ და სტენდებზე ფოტო გალერეასთან.
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე მნახველებს შეუძლიათ მიიღონ მომსახურეობები ფრონველებზე დაკვირვების, თევზჭერის, ცხენით გასეირნების მხრივ, მათ გამოეყოფათ ადგილები პიკნიკისათვის. პირობები ხანგრძლივი ყოფნის
შემთხვევაში შეესაბამება საქართველოში მიღებულ საზღვრისპირა ზონის წესებს.
სოფელ კარწახში (კარზახი) შეიძლება მონახულებული იქნეს სურბ ოვანეს-კარაპეტის ეკლესია. ის აშენებული იქნა 1830 -იან წლებში. ეკელესია მოხსენიებულია საქართველოს და იმერეთის ეპარქიის უწყებებში, ასევე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უწყებებში 1839-1840 წლებში. შემდგომში, 1896 წელს ეკლესია გაიზარდა ზომებით და მას დასავლეთ მხარეს დაემატა სამრეკლო. ეკლესია აშენებულია ბაზალტის ქვისაგან და როგორც არქიტექტურული ძეგლი ნაგებობის ტიპის მიხედვით განეკუთვნება ბაზილიკას. ეკლესიის საერთო ზომები 23,75 x13,25მ, ეს დიდი დარბაზი სამი თაღოვანი კოლონით ორივე მხრიდან, რომლებიც ბაზილიკის შიდა სივრცეს ყოფენ სამ ნეფად. აღმოსავლეთ ნაწილში, შესავლელის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს საკურთხეველი, ეკლესიის შიდა ნაწილს გააჩნია განსაკუთრებულად ლამაზი ინტერიერი. მთავარი ფასადი ( ადრე ბზარებით), ასევე 2010 წელს რესტავრაციის შემდეგ საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს ნებართვით გამაგრებული იქნა, ისევე როგორც მთლიანი ნაგებობა.
მორთულია დეკორატიული თაღებით, ხოლო კედლებზე თაღოვანი ფანჯრებით. სახურავი დაფარულია ქვის ფილებით, მათში ალაგ-ალაგ მცენარეულობაა და ეს ჩანს ზემოდან. ქვის გალავანი ორნამენტებითაა მორთული, ამაგრებს და ამშვენებს ეკლესიის ეზოს, შეაქვს მასში განსაკუთრებული კოლორიტი.
ეს განსაკუთრებული კოლორიტი შენარჩუნდა მთლიანობაში მუნიციპალიტეტის ყველაზე საზღვრისპირა სოფელში, კარწახის სტუმართმოყვარე მოსახლეობა ზაფხულობით ბევრ სტუმარს ღებულობს. სოფლის ქუჩები ივსება სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მნახველებით. აქ აღნიშნავენ 27 აგვისტოს აშუღი ჯივანის დღეს. ეს მასშტაბური ღონისძიებაა, საინტერესოა ყველა ჩამომსვლელი ვიზიტორისათვის, მოიცავს საკონცერტო პროგრამას ბორცვზე, სადაც ასვე შეიძლება დააგემოვნოთ ლავაში, შეიძინოთ ადგილობრივი ნაკეთობები. სოფლის ცენტრში მდებარეობს პოეტი-მგოსანის ძეგლი, ხოლო მუზეუმში შეიძლება დაათვალიეროთ სომხური მუსიკალური ინსტრუმენტების ნიმუშები. მემორიალურ ნაწილში – თავად აშუღის სახლია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ძველი ნივთები სოფლის ყოველდღიური ცხოვრებიდან.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “მიმართულება ახალქალაქი – კუმურდო, კარწახის ტბა (ხოზაფინი)”