tetrobi
default ¦РTА¦-¦¦¦-¦- ¦бTГTА¦- ¦У¦¦¦-¦-TА¦¦ DJI 17 IMG_1701 kokio TЗ¦-¦-¦-TА¦¦TВ¦¬ TБ¦¦¦¬¦- ¦Ъ¦-TАTЕ. ¦-¦-¦+¦¦TА¦-¦-¦-TЛ¦¦ TБ¦¦TГ¦¬TМ¦¬TВTГTАTЛ tetrobi default ¦-¦-¦¬¦¬¦¬¦¬ ¦-¦¬. ¦в¦-¦-¦-TЖTЕTГTА¦¬

მიმართულება ახალქალაქი – ტაბაწყურის ტბა

Category:

Product Description

ტაბაწყურის (ტაბაცხური) ტბისაკენ მიმავალი გზა ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფო სავტომობილო გზის ნაწილს წარმოადგენს. ქ.ახალქალაქიდან, მდინარე ფარავნის ხეობა-კანიონიდან გზა სერპანტინით მიემართება ზემოთ სოფელ ხულგუმოსაკენ (ზღვის დონიდან 1690მ). აქედან ტაბაწყურის ტბამდე 54 კილომეტრია, გზა სწორია, მარცხნივ მდებარეობენ ახალი ობიექტები, ავტო გასამართი სადგურები, მაღაზიები, მარჯვნივ კი ტყიანი ზოლი. მგზავრობას ტაბაწყურის ტბამდე ავტომანქანით დასჭირდება 1 საათი და 30 წუთი, ხოლო ქვეითად კი საკმაოდ ხანგრძლივი გზაა -11 საათი. გზა სავსეა უჩვეულობებით და მოგზაურებისათვის წარმტაცი იქნება ამ გრძელი, საინტერესო გზის გავლა.
ძირითადი მიმართულებიდან მარცხნივ – გზა მიემართება სოფლებისაკენ: ორჯა, ხანდო, ვარევანი, ალასტანი, კოკიო. აქედან შეიძლება შევლა თეთრობის ტყეში და ჭობარეთში. თეთრობი წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთ შეკვეთილს.
Tetrobi Managed Reserve (თეთრობი), ფართობი-31 კვადრატული კილომეტრი (12 sq.m) განლაგებულია ჯავახეთის ზეგანზე მდინარე ჭობარეთის ხეობაში, ჭობარეთის მთიან ქედზე, თეთრობის ვულკანურ ზეგანზე. ამ დაცულ ზონებში შედის ჭობარეთის ტყის ნაწილიც. ეს ფიჭვოვანი ტყე (Pinus Kochiana) და ადგილობრივი მცენარეები დაცვის ქვეშ იმყოფებიან,
კოორდინატები -41036’25’’ N 43024’20’’ . ახალქალაქიდან თეთრობამდე 31 კილომეტრია, ავტომანქანით ან მანძილის გავლას 56 წუთი დასჭირდება. სანაკრძალო ზონებისაგან განსხვავებით, ნაციონალური პარკების და შეკვეთილების მონახულება დამთვალიერებლების მიერ მხოლოდ მისასალმებელია. ნებისმიერ მნახველს შეუძლია მოინახულოს თეთრობის ტყე ისევე როგორც სხვა ნებისმიერი შეკვეთილი. აქ მოქმედებს ნებართვა ნაწილობრივ სამეურნეო საქმიანობაზე, კარვების გაშლაზე, დასასვენებელი ადგილების მოწყობაზე, ავტომანქანის ან მოტოციკლის მართვაზე, ნადირობა გარკვეული სახის ცხოველებზე აკრძალულია. ხანძრების დანთება შეზღუდულია მთელ ტერიტორიაზე. საჭიროა ადგილების ცოდნა, რომლებიც კონკრეტულად ამ მიზნებისათვისაა დადგენილი.
ძირითად გზის პირდაპირ გავლით, შევდივართ სოფელ არაგვასთან მარჯვნივ, სადაც მდებარეობს სათხილამურო ბაზა. ის ბორცვზეა განლაგებული და წიწვოვან ხეებს შორის მდებარეობს კოტეჯი. აქ შეიძლება გაჩერება, თხილამურების და სპეციალური ტანსაცმლის მიღება. სათხილამურო საბაგირო გზა მდებარეობს უშუალოდ კოტეჯის სიახლოვეს. ამ მშვენიერ ადგილას შეიძლება ზამთარში გარკვეული დროის გატარება და სპორტით დაკავება.
ხოლო თბილი სეზონის დროს უბრალოდ შესაძლოა სტუმრობა. მნახველებს მიაჩნიათ, რომ ტყე და ამ ადგილების მშვენიერი ჰაერი ფრიად სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის და წიწვოვანი, მთის ჰაერის ჩასუნთქვა ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს. ბაზიდან და ბორცვიდან იშლება მიდამოს მშვენიერი ხედი ტყის მიმართულებით. ქვეითად შესაძლოა 10 წუთის განმავლობაში სოფლამდე მისვლა და სურბ გევორგის ეკლესიის მონახულება.
სურბ გევორგის ეკლესია აგებულია 1830 წელს და წარმოადგენდა იმ პერიოდისათვის ერთ ერთ იშვიათ ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას. ეკლესიას, რომელიც აგებულია ბაზალტის ქვისაგან, აქვს მყარი კონსტრუქცია, რვაწახნაგა გუმბათი და სამრეკლო. ის რამოდენიმეჯერ იქნა რესტავრირებული და აქვს სრულიად ახალი ლამაზი და დიდებული იერი, რომელიც მის თავდაპირველ სახეს შეესაბამება. ექსტერიერის გარე სილამაზეს ავსებს კარებების და ფანჯრების მოგრძო ფორმების უჩვეულობა. შიგნით დარბაზი გაყოფილია სამ ნეფად, საკურთხეველი მდებარეობს აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო ჩრდილოეთის კედელზე მდებარეობს მოსანათლი ადგილი. ეკლესიის საერთო ზომებია 24,20×13,50მ.
სოფელში ადრე იყო საეკლესიო-სამრევლო სკოლა, დაარსებული 1860 წელს.
1930 იან წლებში ღვთის მასახურები დაპატიმრებული და გასახლებული იქნენ და სკოლა კი დახურული იქნა. ამჟამად ეკლესიის ეზოში კვლავ მოქმედებს საკვირაო სკოლა – „ხრიმიან აირიკი“, სადაც ბავშვები სხვა სოფლებიდანაც კი მოდიან.
შემდეგ, ტაბაწყურისტბის მიმართულებით გზაზე მდებარეობს სოფელი კოთელია. სოფელში მდებარეობს წმინდა ივლიტას და წმინდა კვირიკეს ეკლესია. ნაგებობის ტიპის მიხედვით ეს ერთნეფიანი ბაზილიკაა სამრეკლოთი, აშენებულია XV საუკუნეში და სახელი ეწოდა წმინდა მოწამეების ივლიტას და კვირიკეს საპატივსაცემოდ. წმინდა მოწამე ივლიტა ცხოვრობდა ჩვენი წელთაღრიცხვის 4 საუკუნეში მცირე აზიაში. იმისათვის, რომ დედა და ვაჟიშვილი ქადაგებდნენ ქრისტიანობას, ისინი გამოიძახეს სასამართლოში. მოისმინა რა ივლიტას განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ქრისტიანები არიან, მოსამართლემ ბრძანა ქალის დასჯა როზგებით და შემდეგ თავის მოკვეთა. ბავშვი ასევე მოკლული იქნა და მოწამეობრივი სიკვდილის მიღების შემდგომ დედა და შვილი აღიარებული იქნენ ქრისტიან მოწამეებად, ხოლო წმინდა ივლიტას ხელის მტევანი ამჟამად ინახება ქალაქ ზუგდიდის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
წინ, გზასთან კიდევ ერთი საინტერესო ეკლესიაა სოფელ ბარალეთში (ბარალეთ). ბარალეთის ეკლესია (ბარალეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია) – შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც აგებულია დაახლოებით 1213 წელს. ეს ლამაზი, ძველი ორნეფიანი ეკლესიაა სამრეკლოს საკმაოდ უჩვეულო მდებარეობით, რომელიც მოგვიანებით მიშენებული იქნა XIX საუკუნეში. მის თავზე წეროს დიდი ბუდე მდებარეობს, ეს ბუდე თითქმის ფარავს ნაგებობის გუმბათს და ეკლესიას თავისებურ იერს ანიჭებს. ეკლესია მდებარეობს თვით სოფელში, მარჯვენა მხარეს მთავარი გზიდან ახლოს. ის აგებულია სხვადასხვა ზომის ქვის ბლოკებისაგან, სახურავი ასევე დაფარულია ქვის კრამიტით, სამხრეთი ნეფი ცოტა დაბლა მდებარეობს, აქ შესასვლელია, ხოლო აღმოსავლეთ ფასადზე შუა საუკუნეების დამწერლობით შესრულებულია XIII საუკუნის წარწერა. ეკლესიის ირგვლივ რამოდენიმე საფლავის ქვაა. ერთ ერთი მათგანი ეკუთვნის მოწამე პეტრე ხმალაძეს (1775-1856წწ). მოწამის საფლავის ქვაზე ანთია ლამპარი ღვთის მსახურის საპატივცემულოდ, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანობის დაცვის საქმეში. სოფელ ბარალეთში ასევე მდებარეობს სურბ ასტვაწაწინის ეკლესია. სოფელ ბარალეთში ეს ეკლესიები დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდნენ სულიერი განვითარების ცენტრს 20-ზე მეტი ახლომდებარე სოფლისათვის. ეკლესია აშენების ტიპის მიხედვით -ბაზილიკაა ზომებით 18,00×9,86მ, რომელსაც დასავლეთ ნაწილში გააჩნია სამრეკლო, რომელიც დგას ექვს ბოძზე. ჩვენ მას ვხედავთ უშუალოდ გზასთან სოფელ ბარალეთში. ეკლესია, რომელიც აგებული იქნა 1855 წელს თავდაპირველად იწოდებოდა როგორც სურბ ხაჩ. ამ სახელით ეკლესია იხსენიება 1840 წლამდე. ხოლო 1869 წელს ხის ეკლესიის ადგილას აგებული იქნა ამავე სახელწოდების სურბ ასტვაწაწინის ეკლესია.
სოფელ ბარალეთიდან, ძირითადი გზიდან მარჯვენა მხარის მიმართულებით მდებარეობენ სოფლები დიდი და პატარა სამსარა. აქ მდებარეობენ X საუკუნის ძალიან საინტერესო გამოქვაბულები. ეს მთელი მღვიმური კომპლექსია. კომპლექსი მდებარეობს სოფელ დიდი სამსარის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას, მცირე ხეობის მარჯვენა ნაპირზე სამსარის მთიდან 2 კილომეტრის დაშორებით. ამ ხეობაში მოედინება მდინარე, რომელიც სათავეს იღებს სოფელ დიდი სამსარიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კილომეტრის მანძილზე მდებარე წყაროებიდან. სოფელ დიდი სამსარის მიდამოებში მართლად ბევრი ძეგლია განლაგებული. ხეობის მარჯვენა ნაპირზე, რომელიც გადაჭიმულია სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას, ბევრი გამოქვაბული მოსჩანს. მათგან უდიდესი -ეს მღვიმური ეკლესიაა.
ეკლესია განლაგებულია მდინარესთან მიმართებაში არა უმეტეს 50-60 მეტრის მანძილზე, გუმბათოვანი ბაზილიკის გეგმით. მას გააჩნია შესასვლელები შიგნით და ასევე არის საიდუმლო შესასვლელიც. მდინარეს და მღვიმურ კომპლექსს შორის არის კლდიდან მონგრეული ნატეხები. ეკლესიის გარდა აქ არის სამლოცველოც. თავად გამოქვაბულები წარმოადგენენ დიდ და მცირე გამოქვაბულებს, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია ვიწრო და გრძელი გასასვლელებით, რომლებიც ალაგ-ალაგ ეშვებიან ქვევით ან მიემართებიან ზევით, ხანდახან კი გადაჭიმულები არიან სხვადასხვა მხარეს, ხსნიან რა ახალ და ახალ გასასვლელებს. გამოქვაბულების სიმაღლე სხვადასხვაა და ზოგიერთ ადგილას მხოლოდ დახრილ მდგომარეობაში შეიძლება გასვლა. გამოქვაბულებში ჰაერის სუფთა და ნორმალური კონცენტრაციაა.
ტბისკენ გზა მიდის სოფელ ბარალეთიდან, აქედან შეიძლება სოფლების კოჩიოს, ალათუმანის და ბეჟანოს გავლით ტაბაწყურის ტბამდე მისვლა. სოფელი მოლითი (მოლით) უკვე ტბასთან მდებარეობს. გზა პირდაპირ ნაპირთან გადის და შორიახლოს სოფელი ტაბაწყურია განლაგებული.
ტაბაწყური (ტაბიცხური, ქართულად -ტაბაწყური)- წარმოადგენს საქართველოში გაუდინარ მთის ტბას და მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ტერიტორიაზე. განლაგებულია ჯავახეთის მაღლობზე, თრიალეთის და სამსარის ქედების ძირას. ტაბაწყურის ტბა (ჩრდილო განედის 41038’27’’ 43037’34’’) განლაგებულია 1991 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ვულკანური წარმოშობისაა. ტბის ფართობი შეადგენს 14,2 კვადრატულ კილომეტრს, სიგრძე-6,5 კმ, უდიდესი სიგანე -4კმ, საშუალო სიღრმე დაახლოებით 15,5მ. მაქსიმალური შეადგენს 40,2მ. კვება უპირატესად მიწისქვეშაა, გადინება ტბიდან ასევე ხდება მიწისქვეშა გზით. ნაპირები უპირატესად მაღალია და ციცაბო, მიმდებარე გრუნტი ქვიანი და ქვიშიან-ღორღოვანია. წყლის ტემპერატურა აგვისტოში აღწევს 24,50C. წყლის მცენარეები ცოტაა.
ტბა იყინება დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში.
ტაბაწყურის ტბა (ტაბაცხური) ძალიან ლამაზია წელიწადის სხვადასხვა დროს. ზამთარში აქ ქათქათა თოვლიანი მთებია, ცისფერი ნათელი ცა და მუქი ლურჯი ტბა. ღრუბლები ხანდახან ფარავენ მრავალი მთის მწვერვალებს, რომლებიც გარს ერტყმიან ტბის თითქმის მთელ ნაპირს საწინააღმდეგო მხრიდან, ეს ციცაბო ნაპირებია. ნოემბრის ბოლოსათვის თოვლით დაფარულია თითქმის მთლიანი გარემო და ამ თვეების განმავლობაში ზამთრის დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ აქ თავისი უქმე დღეები გაატარონ, ისრიალონ თხილამურებზე და თოვლმავლებზე. ცოტა მოგვიანებით ტბა იყინება. წელიწადში ოთხი თვის მანძილზე ტბა დაფარულია ყინულის სქელი საფარით, იყინება დეკემბრიდან მარტის ჩათვლით. მაგრამ ზამთარში მაინც შეიძლება ტაბაწყურის ტბამდე მისვლა ახალქალაქის მხრიდან. ბორჯომიდან ტაბაწყურამდე 60 კილომეტრია და შეიძლება ბაკურიანამდეც მისვლა. გზა გავლის საშუალებას იძლევა მხოლოდ წლის თბილ პერიოდში. სოფელი ტაბაწყური განლაგებულია ნახევარკუნძულზე, რომელიც ზოლის სახით გამოდის და ლამაზად ეხამება ტბას მარცხენა ნაპირიდან. ეს საკმაოდ თავისებური სოფელია სადაც მჭიდროდ ნაგები სახლებია. აქ მდებარეობს ორი ეკლესია -„სურბ კარაპეტი“, აგებული 1843 წელს და წითელი ეკლესია -X საუკუნის ძეგლი. ადგილობრივი მაცხოვრებლები მისდევენ სოფლის მეურნეობას და უმეტესად მესაქონლეობას. გაზაფხულზე და ზაფხულში ყვავიან მრავალფეროვანი მცენარეები და მიმდებარე ზონა იფარება სიმწვანით და ყვავილებით. მთები ღებულობენ სხვა იერს, მინდვრის ირგვლივ მცირე ტყეა. ტბის პეიზაჟი იმდენად ლამაზია, რომ შესაძლოა ფერადი სურათის სიუჟეტიც კი გახდეს. ამ დროს სანაპირო დაფარულია ყვავილებით და მკვეთრი მცენარეულობებით, ხოლო ირგვლივ გადაჭიმულია მთიანი ტყე. აქ თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ და დააკვირდეთ პანორამის სრულ სილამაზეს, გაისეირნოთ ნაპირზე, გადაიღოთ მრავალი მკვეთრი ფოტო, ითევზაოთ და დაისვენოთ თვალწარმტაცი ბუნების წიაღში. არ დაგავიწყდეთ თან იქონიოთ მოსახერხებელი და წყალგაუმტარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ტაბაწყურის ტბა წარმოადგენს საქართველოს ერთ ერთ ღრმა ტბას, ის საკმაოდ ცივია და მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელია აქ ბანაობა, აქ უმეტესად განვითარებულია მეთევზეობა.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “მიმართულება ახალქალაქი – ტაბაწყურის ტბა”