paravani
default ¦б¦-¦¦¦-¦-¦- ¦Я¦-TА¦-¦-¦-¦-¦¬

მიმართულება ახალქალაქი- ფარავნის ტბა

Category:

Product Description

ქ.ახალქალაქიდან ფარავნის ტბამდე -58 კილომეტრია, მანქანით ამ მანძილის გავლას 1 საათი და 14 წუთი სჭირდება, ქვეითად კი 9 საათი. ქალაქიდან გასვლისას გავივლით სოფელ ხოსპიოს, მარცხნივ მდინარე ფარავანია, აქ ის სიგრძეზე კვეთს სოფელს და თითქმის აღწევს გზამდე, მდინარის კალაპოტის ჭორომები ბრტყელია ლამაზი პანორამით. ცოტათი ზემოთ, მდინარესთან მდებარეობს ორი, წმინდა გიორგის სახელობის და წმინდა ნინოს სახელობის მოქმედი ეკლესიები, რომლებიც აგებულია IX-X საუკუნეებში. გზა მარცხნივ გრძელდება მთის ხეობის გერდით. ჩვენ შევდივართ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
ბუნება აქაც მდიდარი და ლამაზია. მარცხნივ მდებარეობს სოფელი ჯიგრაშენი, რომელიც პიკნიკისათვის დიდებულ ადგილს წარმოადგენს, ტყეში გამვლელთათვის პირობებია შექმნილი როგორც საზაფხულო ასევე ადრე შემოდგომის სეზონისათვის, არის მომსახურეობაც, სოფლის თითქმის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ახალი სარკინიგზო სადგური ბაქო-თბილისი-ყარსი. ცოტა მოშორებით, ქალაქი ნინოწმინდა (1991 წლამდე -ბოგდანოვკა, შეიქმნა 1930 წელს, ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1983 წელს). ნინოწმინდა, განსხვავებით სხვა სოფლებისაგან, არ წარმოადგენს ძველ ქალაქს. 1991 წელს მას სახელი გადაერქვა და შედიოდა ნინოწმინდის რაიონში, ხოლო 2006 წლიდან კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რომელიც ხანმოკლე დროის განმავლობაში განვითარდა და გადაიქცა საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო მუნიციპალიტეტად ტურიზმის განვითარებისათვის უჩვეულო პოტენციალით.
ნინოწმინდაში მაღალი სეზონის დასაწყისი ივნისის თვეშია, როდესაც ჰაერი შეთბობას იწყებს +17.9°C მდე. სეზონის პიკი მოდის ივლისზე, ამ დროს დამსვენებლების მაქსიმალური რაოდენობაა და კარგი ამინდი (+23.9°C-მდე). ნინოწმინდაში მაღალი ტურისტული სეზონის დასასრულისათვის, რომელიც მთავრდება სექტემბერში, ჰაერის ტემპერატურა აღწევს +17.4°C. ქალაქში მოქმედებს ეკლესია „სურბ სარქისი“, რომელიც აგებულია 1884 წელს. ამჟამად მუნიციპალიტეტში 21503 მაცხოვრებელია. ადრე აქ ასევე ცხოვრობდნენ „დუხობორები“, რომლებიც აქ გადმოსახლდნენ XIX საუკუნეში. 90-იანი წლების დასაწყისში მათი რაოდენობა 7 ათასს აღწევდა და ისინი ცხოვრობდნენ 10 სოფელში საინტერესო დასახელებებით, რომელთაგან ჩვენს მიმართულებას თანხვდებიან: ტამბოვკა, ვლადიმიროვკა, როდიონოვკა (სოფელი ფარავანი), რომლებიც ამჟამადაც განლაგებული არიან ფარავნის ტბასთან.
ქალაქ ნინოწმინდიდან გზის მაჩვენებლიდან მარცხნივ, მდებარეობს დასახული მარშრუტი, სადაც მდებარეობენ საღამოს და ფარავნის ტბები, ასევე კულტურის მრავალი საინტერესო ძეგლი. გავდივართ რამოდენიმე სოფელს, ნინოწმინდისაგან მარჯვნივ 6 კილომეტრის დაშორებით არის სოფელი სათხე (სათხა). შეიძლება გადავუხვიოთ მთავარ გზას და შევიდეთ ამ უჩვეულო სოფელში. სათხე განლაგებულია მდინარეების ფარავნის და ბუღდაშენის შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე. ახლახან აქ გაიხსნა ახალი ეთნოგრაფიული მუზეუმი.
მთავარი გზიდან 500 მეტრის გავლის შემდგომ მოსჩანან სოფლები დიდი არაკალი, სოფელში მდებარეობს ლამაზი ეკლესია გუმბათით და სამრეკლოთი „სურბ ხაჩ“. შემდეგ სოფელი საღამო ტბასთან ახლოს. საღამოს ტბა 41°18′19″ ჩრდილო განედი, 43°44′24 აღმოსავლეთ გრძედი – ტბა საქართველოში მდებარე მდინარე ფარავანის აუზში, ზღვის დონიდან 1996 მეტრის სიმაღლეზე. ტბის ფართობი შეადგენს 4.8 კვადრატულ კილომეტრს, აუზის ფართობი 528 კვადრატული კილომეტრია, საშუალო სიღრმე 2-3მ. ტექტონიკური წარმოშობისაა, წყლის მაქსიმალური დონე მაისში აღწევს 2-8 მეტრს, მინიმალური კი სექტემბერში /ვიკიპედია/. ტბიდან გამოედინება მდინარე ფარავანი.
მდინარე ჩაედინება მასში და გამოედინება მისგან. ტბის ზედაპირი ზამთარში იყინება, ზაფხულში წყლის ტემპერატურაა 14.5°С. ტბის სილამაზე მის ფორმაში და მრავალრიცხოვან დაკლაკნილ ნაპირებში, კუნძულებში და ტბასთან ახლო მდებარე ნაკადულებშია, რომლებიც ფრიად მკვეთრად სჩანან გადაღების დროს. შეიძლება დანახული იქნეს მისი ტრაპეციის მაგვარი ფორმა და მცენარეულობაც კი წყლის ქვეშ. ტბის ირგვლივ ბევრი ტერიტორიაა, საძოვრები უშუალოდ გზის მიმდებარედ მდებარეობენ, ცოტა მოშორებით ბირცვები და ტყეები, მთების პანორამა. ზუსტად ტბის მოპირდაპირე მხარეს, გზის გადაღმა მოსჩანს წმინდა იონას ტაძარი, ნაგებობის ტიპის მიხედვით ეს ბაზილიკაა, რომელიც აგებულია XI-XII საუკუნეებში და რომელიც მდებარეობს მთავარ გზასთან სოფელ საღამოში. რესტავრაციის შემდეგ ტაძრის ზომები მცირედ გაიზარდა ახალი მიშენების ხარჯზე.
გზა ქალქ ნინოწმინდიდან მოასფალტებულია, ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებული, არის მომსახურეობის ობიექტები, ტურისტებისათვის საყვარელი დასასვენებელი ადგილები ბუნებაში: ტყეებში, ტბასთან ლამაზი ხედებით….
ისტორიული ძეგლებიდან ყურადღება უნდა მიექცეს აბულის მეგალითურ ციხე სიმაგრეს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის ერთ-ერთ საკმაო საინტერესო ობიექტად. ცოტა მოშორებით მდებარეობს შაორის ციხე სიმაგრე, განლაგებული აღმოსავლეთით. (ციხე სიმაგრეების შესახებ ახალქალაქის მიმართულებით დაწვრილებით იხილეთ – ციხე სიმაგრეები აბული და შაორი).
სოფელი განძანი (განძა) განლაგებულია საღამოს და ფარავნის ტბებს შორის. განძანიდან ყველაზე მოსახერხებელი გზაა აბულის ციხე სიმაგრეზე ასასვლელად, რომელიც მდებარეობს პატარა აბულის მთაზე. ამისათვის უნდა წახვიდეთ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ორიენტაცია უნდა გეკავოთ პატარა აბულის მთისაკენ. განძანი მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 2100 მეტრ სიმარლეზე, აბული -2799 მეტრის სიმაღლეზე სულ ვიზუალურად 700 მეტრი სიმაღლე. გზა შაორი II იწყება ფარავნის ტბის ჩრდილო დასავლეთ მხარეს სოფელი ასპარადან. ჯერ ბილიკი მიემართება ჩრდილოეთით მთისაკენ, სადაც მდებარეობს ციხე სიმაგრე შაორი. მთის ძირას შეიძლება დატოვებული იქნეს ნივთები და გზა გაგრძელდეს ციხე სიმაგრისაკენ, იმიტომ რომ ტბებისაკენ გზის გაგრძელება მიზანშეწონილია დაწყებული იქნეს ამ ადგილიდან. შაორის ციხე სიმაგრიდან იშლება ტბა ფარავანის მშვენიერი ხედი. ერთი დღის მანძილზე შეიძლება მონახულებული იქნეს ლევანის ტბა. შეიძლება მონახულებული იქნეს სოფელ განძანის საინტერესო ადგილები.
აქ ორი მართლმადიდებლური ეკლესიაა – ერთი მათგანი სოფლის ზედა ნაწილშია, ერთნავიანი და წარწერით დასავლეთის კედელზე (ასომთავრული). მეორე ეკლესია სოფლის ქვედა ნაწილშია – ღვთისმშობლის ეკლესია. სოფლის მახლობლად მინდორში დგას მენგირი. სვეტის ზედა ნაწილში, რომელიც მიმართულია დასავლეთისაკენ, მდებარეობს ბარელიეფური ნახატი რომელიც გარკვეულწილად წააგავს მუჯარახეთის მენგირის ბარელიეფს. მენგირი მდებარეობს სოფელ განძანის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ეკლესიაში.

მენგირის კოორდინატები:
(DMS) 41°21’16.02″N 43°44’17.46″E
(DM) 41°21.267′ N 43°44.291′
(DD) 41.3545 N 43.7382 E
ასეთივე მენგირი მდებარეობს სოფელ ვლადიმიროვკას განაპირას სასაფლაოსთან ახლოს ძველი ეკლესიის საძირკვლიდან 50 მეტრის დაშორებით.
მენგირის კოორდინატები:
(DD) 41.41368 N 43.76045 E.

ფარავნის ტბა. 41°18′19″ ჩრდილო განედი. 43°44′24″ აღმოსავლეთ გრძედი მდებარეობს 2073 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან და მისი ფართობი შეადგენს 37?5 კვადრატულ კილომეტრს. მისი მაქსიმალური და საშუალო სიღრმე შეადგენს შესაბამისად 3,3 და 2,2 მეტრს. ტბის მოცულობა შეადგენს 91 მილიონ კუბურ მეტრს. წყლის დონე ყველაზე მაღალია ოქტომბერში და ნოემბერში, ხოლო ყველაზე დაბალი კი მაისში და ივნისში. ზამთარში ტბა იყინება და ყინულის საფარის სისქემ შესაძლოა 73 სმ მიაღწიოს. იკვებება მდინარეების შაორას, საბადოსწყალის და როდიონოვკისწყალის წყლებით, ასევე მიწისქვეშა წყლებით. ტბიდან გამოედინება მდინარე ფარავანი – მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადი.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ჰავა მკაცრია. ყველაზე ცხელ ზაფხულში ამ ადგილებში ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება 22 გრადუსს, ზამთარში ტემპერატურა ეცემა -25 გრადუსამდე. ყინულის საფარი შემოდგომის დასაწყისიდან გაზაფხულის დასასრულამდე ნარჩუნდება.
ტბას გარს აკრავს ლამაზი ალპური მინდვრები, განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა გაზაფხულზე, როდესაც მწვანე მინდორზე ყვავის სხვადასხვა ფერის მცენარეები. ამინდი ტბასთან ხშირად იცვლება და თეთრი ფაფუკი ღრუბლები უჩვეულო ფორმებს ღებულობენ. ფარავნის ტბასთან მთების პანორამას ტურისტები სცენას ადარებენ, სადაც ცვალებადია ღრუბლების ნაკადი, თითქოსდა თეატრალური ფარდა, ხსნის ყოველთვის ახალ და ახალ სიუჟეტს. ამ ტბის მონახულების შემდეგ დადებითი ემოციები დიდხანს ნარჩუნდება მეხსიერებაში.
1989 წელს ფარავნის ტბის სანაპიროზე აგებული იქნა ღია სატრაპეზო წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ამ ადგილზე, სადაც კაპადოკიიდან საქართველოსკენ მომავალ გზაზე დასასვენებლად შეჩერდა წმინდა ნინო საქართველოს ქრისტიანი განმანათლებელი. აქვე, ცოტა მოშორებით ტბის ნაპირას მდებარეობს მამათა მონასტერი. 1992 წელს პატრიარქის სახლში გაიხსნა დედათა მონასტერი. 2010 წელს აქ ამოქმედდა წარმოება: მრავალწლიანი შრომის საფუძველზე, მონასტერმა გამოიყვანა ევროპული ტპის ქართული ყველი. ამჟამად ტბის ნაპირას დაწყებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი, სოფელ ფოკაში მონასტერთან და წმინდა ნინოს ტაძართან ახლოს მოეწყობა ვიზიტორების ცენტრი, სადეგუსტაციო ოთახები და საეკლესიო მაღაზიები.
ყოველ წელს, 1 ივნისს, აქ იკრიბებიან და საყოველთაო ლოცვის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს ღია ცის ქვეშ, ღია სატრაპეზოში ფარავნის ტბის ნაპირზე, გადიან გზას, რომელიც განვლო წმინდა ნინომ. მომლოცველობა იწყება სოფელ ფოკადან, ფარავნის ტბიდან და მთავრდება ქალაქ მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში. მომლოცველობაში მონაწილეობის მისაღებად ბევრი ადამიანი სპეციალურად უცხოეთიდან ჩამოდის. მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, მხოლოდ წინასწარ უნდა ეცნობოს მონაწილეების მზადება მომლოცველობისათვის ფიზიკურად და სულიერად.
ახლახანს ფარავნის ტბის ძირზე აღმოჩენილი იქნა ყორღანული სამარხი. სრულიად შემთხვევით ფარავნის ტბის ძირზე აღმოაჩინეს უძველესი ქვის ნაგებობა. პირველი გამოკვლევისას უკვე დაფიქსირებული იქნა კონსტრუქციის ზომები 900 კვ.მ. ობიექტის შესწავლისათვის მოწვეული იქნენ მეცნიერები და მყვინთავები სხვადასხვა რეგიონებიდან. სამუშაო, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით გაერთიანებული იქნა სამეცნიერო ნაშრომში „ფარავნის ტბა“. შესწავლის პროცესში აღმოაჩინეს და ზედაპირზე ამოიტანეს აუარებელი სამზარეულო და საყოფაცხოვრებო ნივთი. დადგენილია, რომ ეს ნივთები განეკუთვნებიან ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეს.
სამუშაობის ჩატარება გართულებული იყო წყლის შემღვრევით და სიცივის გამო. მაგრამ მალე აღმოსავლეთის მხრიდან აღმოჩენილი იქნა ნახვრეტი, რომელიც მიმართული იყო პირდაპირ სამარხის ცენტრისკენ. ამ „დერეფნის“ ირგვლივ ასევე აღმოჩენილი იქნა არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც განეკუთვნებიან 12-16 საუკუნეებს. ძირითადად ესენი იყვნენ ყოფითი ნივთები, რომელთაგანაც შეინახა ჭიქური. თუ როგორ აღმოჩნდა ბაზალტის დიდი გაუთლელი ლოდებისაგან შემდგარი სამარხი წყლის ქვეშ, გამოცანად რჩება. მაგრამ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შუა საუკუნეებში ამ ადგილზე მაღალი კულტურის მატარებელი ადამიანები ცხოვრობდნენ. ყველაზე ძველი ნივთები, რომლებიც ნაპოვნი იქნა ტბის ძირზე, განეკუთვნებიან ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეს. ამით ტბის ძირის შესწავლა არ იყო დასრულებული.
ფარავნის ტბის სილამაზეზე და ციხე სიმაგრეზე რომელიც მოქცეულია წყლის ქვეშ, წერს ა.სააკიანი 1938 წელს მემუარებში „ვაან ტერიანი“.
მომდევნო დილას ჩვენ გავისეირნეთ ფარავნის ტბისაკენ, რომლის ძირზეც თითქოსდა მდებარეობდა ლეგენდარული თეთრი კოშკი. გლეხები ამტკიცებენ, რომ თითქოსდა ნათელ დღეს, როდესაც წყალი განსაკუთრებით გამჭვირვალეა, შეიძლება გაარჩიო წყალში ციხე სიმაგრის კოშკების წვერები…პეიზაჟი დროდადრო იცვლება. ზურმუხტის მინდვრები, მორაკრაკე ნაკადულები, პურის მღელვარე ყანები შეცვალეს უკაცრიელმა ხრამებმა, ხოლო უფრო მოშორებით უცნაური მოხაზულობების ქარაფებმა და მრავალფეროვანმა კლდეებმა. ფარავნის ტბის თავზე ჩამოწოლილია ცისფერი ნისლი. მაგრამ ერთი ორი წუთი და მან გახსნა თავისი ვერცხლისებრი სარკე და მზის სახე აირეკლა მასში, გაანათა თვალისმომჭრელად ვიდრე ცაზე. ვაანი აღტაცებული იყურებოდა ირგვლივ და წარმოსთქვა ნაწყვეტი თუმანიანის „ფარვანადან“:
აბული და მტინი თოვლიან სამოსელში,
მეფობენ ამაყი მთების შორის როგორც ძველად,
როდესაც თავისი მხრებით ეკავათ
ფარვანას ცას აწვდენილი ციხე სიმაგრე…
http://www.armenianhouse.org/isahakyan/memoirs-ru/teryan.html
ვაან ტერიანი დაიბადა ცხოვრობდა სოფელ განძაში (განძანი), აქვე მდებარეობს პოეტის მუზეუმი.
მონახულების საათები: 09.00 – 16.00 ყოველდღე, კვირის გარდა.
მუზეუმი დაარსებული იქნა 1957 წელს. მუზეუმში დაცულია სომეხი პოეტის ვაჰან ტერიანის მემორიალური ნივთები, ფოტოსურათები და დოკუმენტური მასალები, რომლებიც დაკავშირებულია მის ცხოვრებასთან და შემოქმედებასთან. ტრადიციული „ტერიანის პოეზიის დღე“, 23 ივნისს აღინიშნება ყოველწლიურად და მუზეუმის მონახულებამდე იწყება წმინდა ლიტურგიით „წმინდა კარაპეტის“ ტაძარში რომელიც მდებარეობს სოფელ განძაში. ტაძარი აგებულია 1859 წელს ვ.ტერიანის ბაბუის მიერ. სოფელ განძის მღვდელმა გრიგორი ტერიანმა თავის თანასოფლელებთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ტაძრის მშენებლობას საკუთარი სახსრებით. თავადვე შეიმუშავეს შენობის არქიტექტურული სახე. გეგმაში ტაძრის ზომებია 19,00×12,70მ. ტაძრის ფორმა თაღის სახით განლაგებული ოთხ სვეტზე. ინტერიერი წარმოდგენილია ფრესკების და ნცირერიცხოვანი ხატების სახით (41.352293, 43.746937)

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “მიმართულება ახალქალაქი- ფარავნის ტბა”