november 2
default november 2 ¦+¦-TА¦-¦¦¦- ¦¬ ¦¦¦-TА¦- ¦Р¦-TГ¦¬¦¬ 1

მიმართულება: ქ.ახალქალაქი- აბულის მთა. ციხე სიმაგრე აბული. შაორი

Category:

Product Description

ქალაქ ახალქალაქიდან აბულის მთამდე 14 კილომეტრია. ამ მანძილის გავლას ავტომანქანით 37 წუთი სჭირდება, ხოლო ქვეითად კი 3 საათი და 16 წუთი. ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო რამის დანახვა შეიძლება: ქალაქიდან გასვლისთანავე, მის ფარგლებში მარჯვენა მხარეს მდებარეობს მთა ტავშანკა (ამირანის გორა 41°27’22″N 43°48’25″E). თუ მოვუხვევთ ამ მხარეზე, ავტომანქანით შესაძლებელია მთის სრული აღმოსავლეთი ნაწილის გავლა და მდინარე ფარავნამდე მისვლა. მდინარე სათავეს იღებს ფარავნის ტბიდან, მიეკუთვნება მთის მდინარეების კატეგორიას, მაგრამ აქ და შემდგომშიც ის დიდი ნაწილით დაბლობურია, კალაპოტის პარამეტრებით ჭორომების, მკვეთრი მოსახვევების გარეშე, ტერასები თითქმის მდინარის დონეზეა, მოსჩანს მეორე ნაპირის სრული სილამაზე.
ქვეითად შესაძლებელია ნაპირზე და მთის სრულ პარამეტზე გავლა, შეიძლება მთის მწვერვალზე ასვლა, რაც ერთ საათზე მეტ დროს არ დაიკავებს, ხოლო მანქანით კი უფრო ნაკლებ დროს. ეს არ არის დიდი ზომის მთა, უფრო ბორცვია, მაგრამ გააჩნია მრავალფეროვანი ბუნება: აქ მდინარეც და ტყეც მთის ძირასაა, წიწვოვანი ტყე მთაზეა და წმინდა ადგილები კი მწვერვალზე. იქიდან, მწვერვალიდან იშლება მშვენიერი პანორამა ქალაქის ,აბულის მთის და სოფლის ხედებით.
გავაგრძელოთ გზა აბულის მთისაკენ, გავივლით რა ბორცვიდან 200 მეტრზე ცოტათი მეტ მანძილს ჩვენი მიმართულებით, გავივლით მდინარე ფარავანზე გადებულ ხიდს, აქ მდინარე უკვე მიედინება მცირე ზომის კლდოვან ხეობაში, მასში შესაძლოა საშუალო ზომის ქვები და ლოდები შეგვხვდეს, რომლებსაც ადვილად შეიძლება გვერდი ავუაროთ საგაზაფხულო, საზაფხულო დროს. მარცხნივ მდებარეობს მცირე ზომის ბუნებრივი აუზი, მასში ბანაობენ ნათლობის დღეებში და არა მარტო ეს, წყალი მასში სამკურნალოდ ითვლება, ხოლო მის ზემოთ კლდეზე არის სიწმინდე -ვანკი. გზა სოფელი აბულისაკენ სწორია, ამ ნაწილში ასფალტირებული. მარჯვნივ ძირითადი მიმართულებისაგან – ჩენ ვხედავთ სოფელ ბავრას, ეს სოფელი იმდენად ახლოსაა ქალაქთან, რომ მაცხოვრებლები ფეხით მიემართებიან ქალაქიდან სახლებში ტრასის გავლით. ხოლო უფრო წინ გავივლით სოფელ კარტიკამს, ეკლესიის და მცირე ზომის შენარჩუნებული საფლავის ცხოველების გამოსახულებიანი სკულპტურების გვერდით. მარცხნივ შესაძლებელია დავინახოთ სამსარის ქედის ნაწილი რომელზეც მდებარეობს აბულის მთა.
სამსარის ქედი – საქართველოს მერიდიონალური ქედია, ჰყოფს მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადების ფარავნის და ხრამის მდინარეების აუზებს, სიგრძე -75 კვადრატული კილომეტრი. ყველაზე მაღალი სიმაღლე-3301 მეტრი (დიდი აბული)/ვიკიპედია/.
აქედან შესაძლებელია პირდაპირ გავემართოთ მთის მხარეს ან გადავუხვიოთ გვერდზე სოფელი კულიკამის მხარეს, რათა ვიხილოთ მშვენიერი პეიზაჟები წყაროებით, კულიკამი მდიდარია უჩვეულო წყაროებით, იქ მდებარეობს აბლარის წყაროები, რომლებიც ქალაქს და 10 სოფელს წყლით ამარაგებენ. აბლარის წყალი ცივია და ძალიან სასარგებლო, ამისათვის ღირს ამ ლამაზი ადგილების მონახულება.
სოფელი კარტიკამიდან 20 წუთის განმავლობაში შესაძლებელია მივიდეთ სოფელ აბულამდე. სოფლის ცენტრში მდებარეობს X საუკუნის ეკლესია, საქართველოს დაცული ძეგლი -„სურბ ასტვაწაწინი“. 1884 წლამდე უფრო პატარა „სურბ არუტუნი“. ნაგებობის ტიპის მიხედვით – ეს სამნეფიანი ბაზილიკაა. აქ ნეფებად იყოფა სწორედ შიდა სივრცე, როგრც ტაძრები- ბაზილიკები, რომლებმაც ფართო გავრცელება ჰპოვეს შუა საუკუნეებში სამცხე-ჯავახეთში. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა, მორთულია კარნიზებით, ხოლო შესასვლელის ზემოთ, ცენტრში გამოკვეთილია ჯვარი და ორ სტრიქონიანი წარწერა“ქრისტეს ჯვარი. იესო ქრისტე, შეიწყალე კალატოზები“. ეკლესიის შიდა სივრცე ოვალური კოლონებით გაყოფილია სამ დარბაზად, საკურთხეველი მდებარეობს აღმოსავლეთ ნაწილში. აქედან, სოფლიდან მთამდე რჩება კიდევ 19 კილომეტრი. დიდი აბული ხშირად პატარა აბულის მთასთან ერთად მოიხსენიება როგორც აბული. მთა უპირატესად შედგენილია ნეოგენური გიალოდაციტებით. წარმოადგენს ჩამქრალ ვულკანს. ვულკანურმა კონუსმა სიმაღლისა და სიძველის გამო დაკარგა ნორმალური ფორმა. მთის ფერდებზე გამომუშავებულია ძველი მყინვარული ადგილები, მორენული ლოდებით და მცირე ზომის ტბებით. მთის ძირითადი ნაწილი დაფარულია ალპური მინდვრებით /ვიკიპედია/.
აბულის მთა 412649N 434048E განლაგებულია ქალაქიდან აღმოსავლეთით, ის მოჩანს ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან. მთის იერი ცვალებადია და არა მარტო მისი ხილვის ადგილიდან. ხშირად, აბულის მთის ხილვისას შესაძლებელია მასზე დავინახოთ სხვადასხვა ფერები და ტონები, ღრუბლებისაგან მოძრავი ჩრდილები. ხანდახან ის სრულად იფარება ღრუბლებით. განსაკუთრებით შთამბეჭდავია დილა, როდესაც მოსჩანს მთელი ქედის სრული კონტური მისი მწვერვალით. ზამთარში, მთა მთლიანად იფარება თოვლით, ღებულობს სხვა ტონებს და ერთი საათის მანძილზე იცვლება თეთრიდან, ღია-ვარდისფრიდან იისფერ ტონამდე. ეს მთა მნახველებს იზიდავს თავისი სილამაზით და იდუმალებით. განსაკუთრებით ლამაზია ის ქალაქის მხრიდან და ეს ხედი ახალქალაქის სომბოლო და სიამაყე გახდა და შევიდა ქალაქის გერბში.
თუ ავალთ მასზე, შეიძლება ვიხილოთ თვით მთის სიდიადე და ხედობრივი პანორამები როგორც ახალქალაქის ასევე ფარავნის ტბის და უფრო შორს სამცხე ჯავახეთის მხარეს. ხოლო ღამის დროს მთის მწვერვალიდან მოსჩანს ქალაქ თბილისის განაპირა უბნების შუქები, მზის ამოსვლისას ჩრდილი მთიდან ეცემა თურქეთის საზღვრამდე პირდაპირ ხოზაფინის (კარწახის) ტბის შუაგულში.
მთაზე მდებარეობს მეგალითური ნაგებობა – აბულის ციხე სიმაგრე 2600მ, კოორდინატები: :(DMS) 41°22’22.74″N 43°41’5.96″E (DM) 41°22.379′ N 43°41.0993′ E, (DD) 41.5766 N 43.8968 E. ეს უნიკალური ნაგებობაა, რომელიც წარმოადგენს მეგალითურ ციხე სიმაგრეს, აგებულს სავარაუდოდ ბრინჯაოს ხანაში. ის მდებარეობს პატარა აბულის მთაზე და მასთან მისვლა შესაძლებელია ავტომანქანით სრულიად ახლოს, სასურველია ყველგანმავლებით ან ჯიპებით ან ფეხით სოფლიდან, ველოსიპედით გადაადგილებისას შესაძლოა წარმოიქმნას სირთულეები აღმართთან დაკავშირებით. ამ ციხე სიმაგრეს უამრავი უჩვეულობები ახასიათებს.
მისი კედლები და კოშკები აგებულია ბრტყელი ქვებისაგან ცემენტის გამოუყენებლად. გეგმაში მას აქვს მრგვალი ფორმა. პირველი, რაც მნახველზე შთაბეჭდილებას ახდენს ეს მისი ზომები, მისი განლაგება მთის სივრცეებშია, ორივე ქალაქის მხარეზე ხედებით, სიმაღლე, რომელზეც მდებარეობს ციხე სიმაგრე შთამბეჭდავია. შედარებისათვის -ყველაზე მაღალ თანამედროვე დასახლებად ევროპაში ითვლება სოფელი უშგული, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, ესე იგი 400 მეტრით დაბლა ვიდრე აბულის ციხე სიმაგრე.
შემდეგ, კედლების ნარჩენების სიმაღლე კოშკებთან ერთად, კედლების რგოლი ნაგებობის მთელ პერიმეტრზე დაახლოებით დიამეტრში 50 მეტრზე შევსებულია გარე კედლების განმეორებითი რკალით. ცოტა ქვემოთ -2.00მ არის ციხე სიმაგრეში შესასვლელი რამოდენიმე ხვრელი. არანაკლებ საინტერესოა ქვების გროვები, სწორედ ნაგებობის ახლოს. ეს საარაუდოდ ნაგებობების ნაშთებია, რომლებიც გვხვდება ციხე სიმაგრისაკენ მიმავალი გზის მთელ მანძილზე, თუ ავალთ მის აღმოსავლეთ ფერდზე, დასავლეთის მხრიდან (ნინოწმინდის მხარე) ასევე ბევრი ასეთივე ქვებია, ისინი მდებარეობენ ციხე სიმაგრესთან ახლოს, სადაც იცვლება რელიეფი და ჩვენ უნდა გავიაროთ ქვეითად. ეს მონაკვეთები ძნელი გასავლელია ორივე მხრიდან, რასაც საკმაო ხანი დასჭირდება და საჭიროა თან წყალი ვიქონიოთ.
აბული საინტერესოა ბევრ ურთიერთობაში როგორც ტურიტებისათვის, ასევე მკვლევარებისათვისაც. ციხე სიმაგრეში არ არის არავითარი მასალა ქვის კედლების გარდა. ციხე სიმაგრის საფუძველიც კი ქვებისაგან შედგება, რაც გაართულებს გრუნტის შესწავლას და შურფების გაყვანას. ეს- ქვის ციხე სიმაგრეა ზუსტად ისეთივე ქვის საფუძველზე. მისი უჩვეულობაა ასევე მისი განლაგება წყლის წყაროებთან. დასახლებებს და სიმაგრეებს ჩვეულებრივ აგებდნენ მდინარეების ან ტბების სიახლოვეს, შეიძლება კი ვივარაუდოთ ადრე არსებულ წყლის რესურსების შესახებ? იყო თუ არა აბულის ციხე სიმაგრე მარტო სიმაგრე ან ჰქონდა თუ არა მას სხვა ფუნქციები, ამაზე არსებობს უამრავი ჰიპოთეზა და ეს გიგანტური ნაგებობები კიდევ იქნება გამოკვლეული.
2013 წელს იყო გამოთქმული ჰიპოთეზა ციხე სიმაგრის ასტროლოგიური მნიშვნელობის შესახებ. ექსპედიცია, ამერიკელი დოქტორის გორდონ ჰიუსტონის და ბადრი ჯიჯელავას შემადგენლობით, რომელიც ორგანიზებული იქნა ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, კულტური ასტრონომიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ირაკლი სიმონიას მიერ, განიხილავს აბულის და შაორის ციხე სიმაგრეებს ბრიტანული სტოუნჰეჯის დონეზე და ატარებს გამოკვლევებს, რომლებიც ადასტურებენ რიტუალურ არქეოასტრონომიულ მიზნების გარდა, უფრო კონკრეტულად დროში ორიენტაციის და მნათობებისადმი დაკვირვების და სხვა ასტრონომიული მოვლენებისადმი დაკავშირებულ მიზნებს.
ტურისტები აქ ყოველდღე იმყოფებიან, მაგარმ სიცივეების დადგომასთან დაკავშირებით მათი რაოდენობა მცირდება. ადგილობრივ მაცხოვრებლებს უყვართ თავისი მთის მნახველებისათვის ჩვენება, მათგან შესაძლოა მრავალი საინტერესო ისტორიის შეტყობა, ლეგენდები უჩვეულო ბუნებრივი მოვლენების შესახებ, რომლებიც ადრე საერთოდ არ იყო ცნობილი..სანასარმა და ლევონმა გაგვაცილეს და გვიამბეს მრავალი საიდუმლოებით მოცული ისტორია. განსაკუთრებით საინტერესოა ბუნებრივი მოვლენა დიდ სიმაღლეზე, სადაც თითქმის მთის ორ მწვერვალს შორის ივნისში ჩნდება ეგრეთ წოდებული უხილავი მდინარე, ესე იგი „მისი ხმა ისმის, ეს დიდი ხმაურია და მდინარის გუგუნი, ჩვენ ის სულ ახლოს გვესმის ფეხებს ქვეშ და მთაში, როდესაც ავდივართ 15 ივნისს სიწმინდისაკენ, მაგრამ არ სჩანს“. ისინი ასახელებენ ტბას, რომელიც შეიძლება დანახული იქნეს მწვერვალიდან ძველი სახელებით და იციან მრავალი გზა ამ მიდამოში. სიბნელის დადგომასთან ერთად აქ მგლებიც ჩნდებიან. ისინი აფრთხილებენ ამის შესახებ ტურისტებსაც. ლევანის და აბულის ტბებისაკენ შესაძლოა სხვა გზითაც მისვლა, აბულის ციხე სიმაგრეში შესვლამდე. აბულის ტბამდე შეიძლება მისვლა ავტომანქანითაც. ამ ტბებისაკენ არსებობს გზა ნინოწმინდის მხრიდანაც. აქედან შესაძლებელია ფარავნის ტბის მხარეს დაშვებაც და ორი ციხესიმაგრის, შაორის და შაორი II მონახულებაც, შაორი I მდებარეობს 2760 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან დასავლეთ მწვერვალზე და შემდეგ აღმოსავლეთით 400 მეტრის მანძილზე მდებარეობს შაორი I, ასევე მთის მეორე მწვერვალზე -2600 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
წიგნში „თრიალეთი. კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“. 2019წ, გოდერძი ნარიმანიშვილი, ნინო შანშაშვილი, მარინე კვაჭაძე. აღწერენ ამ ციხე სიმაგრეებს – „შაორის ციკლოპური კომპლექსი“ განლაგებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას, ტამბოვკის ჩრდილო-დასავლეთით 2775 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. არქეოლოგიურად ეს კომპლექსი შესწავლილი არ არის. 1997 წელს ჩვენ მხოლოდ გეოდეზიური და არქიტექტურული აზომვები ჩავატარეთ. შაორის კომპლექსი დიდი ხანია მკვლევარების ყურადღებას იპყრობს, ვახუშტი ბაგრატიონის შემდეგ, 1895 წელს ციხე სიმაგრე აღწერა ე.ლალაიანმა. 1898 წელს შაორი მოიხსენიება ვ.გულისაშვილის საგაზეთო სტატიაში, იმავე წელს კომპლექსი დეტალურად აღწერა და გამოაქვეყნა ი.როსტომაშვილმა: „მთა ქორ-ოღლი იმდენად ციცაბოა და მახვილწვეროვანი, რომ ცხენით მის სიმაღლეზე ასვლა შეუძლებელია და მთის ნახევარის გავლა ქვეითად ხერხდება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზემოთ, თავად მთაზე დღემდე შენარჩუნებულია მთლიანობაში ოსტატურად გაყვანილი გზა, სიგანით ოთხი არშინი და თანაბრად დაფარული ფილებრივი ქვებით; გზა პირდაპირ ციხე სიმაგრისაკენ მიდის. თითქოსდა მასზე ციხე სიმაგრემდე ეტლებითაც ადიოდნენ. ი.როსტომაშვილის აზრით, ქორ-ოღლის ციხე სიმაგრე – ეს შაორის ციხე სიმაგრეა ვახუშტის რუკაზე. მის აზრს ეთანხმება მელიქსეტ ბეკიც, მონოგრაფიაში, რომელიც გამოქვეყნდა 1938 წელს მეგალითური ძეგლების შესახებ მის წიგნში მოყვანილია ციხე სიმაგრის საკმაოდ დეტალური აღწერილობა. ი. როსტომაშვილი: „ქორ-ოღლის ციხე სიმაღლე გარშემორტყმულია სახლებით, ისევე როგორც აბულის ციხე სიმაგრე, დასახლების კვალი დღესაც მოსჩანს მრავალი სახლის სახით, ან გამოქვაბულის სახით, რომლებიც შემდგარია ფილებრივი ქვებისაგან, თიხის გარეშე, სახლები დაფარულია უზარმაზარი ზომის იგივე ფილებით. ციხე სიმაგრე აგებულია მწვერვალზე და შიგნით აქვს 40 მეტრი სიგრძე. კედლის სიმაღლე შეადგენს 2 და მეტ საჟენს, ხოლო სისქე 5-6 არშინს. შიგნით, ციხე სიმაგრის ირგლივ, კედელთან დღემდე შენარჩუნებულია ორმოცამდე ნაგებობა და სხვა შენობები, სულ 80. ორივე სართულზე მხოლოდ რამოდენიმე ნაგებობაა შემორჩენილი, დანარჩენები დაინგრა. სიგრძე, და ამ ნაგებობების სიღრმე 4 არშინს აღწევს და სიგანე 2-3 არშინს. თითოეულს ამ ნაგებობებიდან გააჩნია განსაკუთრებული შესასვლელი ციხე სიმაგრის მოედნდან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც აქვთ გასასვლელები ერთი ნაგებობიდან მეორეში (1 არშინი-0.71 სმ). შაორის კომპლექსი შედგება ორი ნაწილისაგან რომლებიც განლაგებულია მთის ორ მწვერვალზე: მაღალი და დაბალი. ძირითადი ნაწილი მდებარეობს მთის ყველაზე მაღალ წერტილში, მას აქვს არასწორი ოთხკუთხედის ფორმა და გარშემორტყმულია მშრალი წყობის მძლავრი კედლით (შიდა მოედანი უტოლდება 28х36მ. კედლები აგებულია ადგილობრივი ბაზალტის ქვით, შაორის მთა წარმოადგენს მასივს, რომელიც შემდგარია ბაზალტური ქანებით). კედლების სიგანე ქვედა ნაწილში შეადგენს 3,00-4,5 მეტრს, ხოლო ზედა ნაწილში 1,0-2,0 მეტრს, შემონახული კედლების მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 5.0 მეტრს.
შიდა მხრიდან, მთელი პერიმეტრის გასწვრივ მიშენებულია პატარა ოთახები ერთ, ორ სართულად. მეორე სართული შემოინახა ციხე სიმაგრის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში, ამჟამად ციხე სიმაგრეში დადასტურებულია 31 ოთახის არსებობა. პირველი სართულის ოთახები გადაფარულია ბრტყელი ბაზალტური ფილებით, რომლებიც წარმოადგენდნენ მეორე სართულის იატაკს. მეორე სართულის სახურავებს ზემოთ დატოვებულია ბილიკი ციხე სიმაგრის მთელი პერიმეტრის გასწვრივ. ბილიკისკენ მიმავალი კიბეები, შენარჩუნდნენ 3 და 5 ოთახების სახურავებს ზემოთ. შესასვლელი 1 ციხე სიმაგრეში მდებარეობს აღმოსავლეთ მხარეს. შესასვლელის სიგანე 1.0 მეტრია, ხოლო სიმაღლე -1,3მ. უშუალოდ შესასვლელს ეკვრის გზა, რომელიც მოკირწყლულია დიდი ბაზალტური ფილებით, და რომელიც იწყება ღრმულიდან, რომელიც მდებარეობს ორ მწვერვალს შორის.
გზის დასაწყისი და ზედა კომპლექსში შესასვლელი მიმართულია აღმოსავლეთისაკენ. გზის ზედაპირი ალაგ-ალაგ სწორია, ალაგ ალაგ კი შექმნილია საფეხურები. გზის გასწვრივ განლაგებულია სამი მოედანი, გზაზე და მოედნებზე დგანან მენგირები (შემონახულია სამი მენგირი). გზა იწყება ქვედა ციხე სიმაგრესთან და სერპანტინით მიემართება დასავლეთისაკენ, ცენტრალური კომპლექსის კარებებს ეკვრის აღმოსავლეთიდან. გზის სიგრძე 310-315 მ, სიგანე -2.0-4.5მ. გზის დასაწყისის ორივე მხარეს განლაგებულია სამი მოედანი, რომელთა ნაპირები გამაგრებულია ქვის კედლებით. მეორე მოედნის კედელთან დგას მენგირი, რომლის სიმაღლე შეადგენს 2,3 მეტრს, მეორე მოედნიდან გზა საფეხურებით ადის მაღლა. ამ ადგილას გზა ციცაბო ხდება, შემდეგ ისევ სწორდება. ამ ადგილას დგას მეორე მენგირი რომლის სიმაღლეა 2.9მეტრი.კომპექსის ჩრდილო- აღმოსავლეთით, გზის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს პატარა ოთახი და მესამე მოედანი. მესამე მენგირი (ლ.მელიქსეტ ბეკი მას უწოდებს ობელისკს) იდგა ციხე სიმაგრის შესასვლელთან.
დღესდღეობით მენგირი არ სჩანს. ეტყობა ის დაფარულია ჩამონგრეული კედლის ქვებით. შესაძლოა გამოითქვას გარკვეული ვარაუდები…შაორის კომპლექსის ადგილმდებარეობა, არქიტექტურა და მცირე ზომები (ოთახები ეჭვს ქვეშ აყენებენ მათ გამოყენებას საცხოვრებელი და სამეურნეო მიზნებისათვის. საკულტო მოედნების და მენგირების არსებობა, შესაძლოა მიუთითებენ ძეგლის საკულტო დანიშნულებაზე.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “მიმართულება: ქ.ახალქალაქი- აბულის მთა. ციხე სიმაგრე აბული. შაორი”